LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაუფრთხილდით ვინც გყავთ, ღმერთმა დაიფაროს ყველა, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდეს…” – დაზარალებულის ემოციური მიმართვა, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა

112
რამაზ დავლაძე1

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველების უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა.

“ჩემზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ადამიანის გამოკლება, მინდა მათი ტვირთი ცოტა მეც ვზიდო” – დაზარალებული, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა

მან მოუწოდა ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რადგან საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს.

“ახლა გზაზე რომ მოვდიოდი, მანქანები გასწრებებით მოძრაობენ, ნუ იჩქარებთ ნურსად, არ გეჩქარებათ არსად. გაუფრთხილდით ის ვინც გყავთ, ღმერთმა დაიფაროს ყველა, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდეს ვინმე. გაუფრთხილდით თქვენს ბედნიერებას, გაუფრთხილდით თქვენც ცოცხლებს და ცხოვრებას. არაფერს ფასი არ აქვს თუ ადამიანები და საყვარელი ხალხი გვერდით არ გეყოლებათ. ჩემს სიცოცხლეში ყველაფერმა ფასი დაკარგა, ძალიან გთხოვთ მოეფერეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს”- მიმართავს საზოგადოებას დავლაძე გადაცემაში “360 გრადუსი”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g