დღეს მომღერალ გიორგი ჭოხონელიძისა და ანეტა ნიკურაძის ქალიშვილი დაბადების დღეა – ნინა 1 წლის გახდა.
ანეტა ნიკურაძე ქალიშვილს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს და მას სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„ჩემი მზის გოგო 1 წლის.
ბევრი ქარტეხილების მიუხედავად გვხვდა წილად მისი ჩვენ გვერდით ყოფნა.
ასე დავარქვი, როგორც კი გავიგეთ, რომ წინ დიდი და რთული გზა იყო – „ჩემი უფლის საჩუქარი“.
სანამ არ დავინახე და არ შევეგებე, მანამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, არასოდეს ამოიშლება გონებიდან ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები, რომელმაც სულის სიმშვიდე და გონების უსასრულო ბედნიერება მომანიჭა!
მადლობა უფალს შენთვის და ჩვენ რომ ამოგვირჩიე.
გაუმარჯოს ჩვენს ნინაკას, სიკეთის და უსაზღვრო სიყვარულის გზაზე ევლოს უფლის ხელდასმით“, – წერს ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
ჩემი მზის გოგო 1 წლის💫🥹🤍 ბევრი ქარტეხილების მიუხედავად გვხდა წილად მისი ჩვენს გვერდით ყოფნა🙏🏻 ასე დავარქვი როგორც კი…
Posted by Aneta Nikuradze on სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
