მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მარს არ ვუჭერ, ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან დღეს არ დაუჭირა მხარი 81 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ამოქმედდეს მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა და ეს ცვლილებები 2016 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს. როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის პოლიტიკური საქმიანობის მონოპოლიზების საფრთხეს.
”წინააღმდეგი ვარ , რომ მხოლოდ პარტიებხ ჰქონდეთ უფლება, იყარონ კენჭი ყოველ მოდმევნო ხელისუფლებაში. მე ვარ ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი საქართველოს მოქალაქე გახდეს პარტიის მხარდამჭერი ან წევრი და მას უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატის განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა გულისხმობს უფრო ნაკლებ ბმას ამომრჩეველსა და არჩეულს შორის, ვინაიდან არ ხდება იდენტიფიცირება, რომელ დეპუტატს რომელმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
”პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, სიაში შეიძლება ერთი ადამიანი მოგწონდეს და მის გამო აძლევდე ხმას დანარჩენ ცხრას. გარდა ამისა, საარჩევნო სისტემის ეს მოდელი გამორიცხავს მეორე ტურს, ხოლო მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში, მეორე ტურის ალბათობა არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში აუცილებლად იქნება უმცირესობა, რაც ზრდის პოლიტიკური პლურალიზმის ალბათობას” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.