LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის – აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

511
Untitled design (1)

უნდა შეიცვალოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები, გაუქმდეს კარანტინი და ენგურის ხიდზე დადგეს მანქანა, რომელიც სწრაფ ტესტებს ჩაუტარებს ადამიანებს – ამ მოთხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

უწყებასთან შეკრებილი მოქალაქეები დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ, როდესაც გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არ არის ადამიანების გარდაცვალების პირველი შემთხვევა და რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისინი მოკლევადიანი მიზნებით გადმოდიან და რთულ ვითარებაში ხვდებიან.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.
ამასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, კარანტინის წესია შესაცვლელი და თუ მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და აცრის გარეშე, ყოველგვარი კარანტინის და თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g