“ევროპული საქართველოს” წევრებმა, დღეს, საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით, ზუგდიდში აქცია გამართეს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, ბათლომე შელიას განცხადებით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
“ევროპული საქართველო” სხვადასხვა კამპანიისა და აქციის სახით ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს და მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს შეუმსუბუქებს.
“გაუქმდეს აქციზის გადასახადი” – ამ მოთხოვნით პარტია”ევროპული საქართველოს” ახალგაზრდების აქცია-პერფორმანსი მთავრობის კანცელარიის წინ 18 მაისსაც მოეწყო.
მაშინ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტია აქტიური კამპანიის დაწყებას გეგმავდა და მოქალაქეები აღნიშნულ პრობლემას ხელისუფლებას ყოველდღე შეახსენებდნენ.