დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება:
„23 წლის ჯარისკაცმა უარი თქვა საქართველოს დროშის გათელვაზე და არ შეაგინა ქვეყნის მთავარსარდალს. 23 წლის!
აწამეს და ვერ გატეხეს. გაუტეხელი თუში დღეს 39 წლის გახდებოდა.
ანწუხელიძის საქართველოს გაუმარჯოს. დიდება გმირებს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
23 წლის ჯარისკაცმა უარი თქვა საქართველოს დროშის გათელვაზე და არ შეაგინა ქვეყნის მთავარსარდალს. 23 წლის!
აწამეს და…
Posted by Nanuka Zhorzholiani on პარასკევი, 18 აგვისტო, 2023
გიორგი ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა