LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაძლიეროთ კონტროლი, რომ ასეთი ტრაგედია კვლავ არ მოხდეს – წაქაძე ტყიბულში გარდაცვლილებზე

88
1

“მინდა მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ გავაძლიეროთ კონტროლი აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ კვლავაც არ მოხდეს ასეთი ტრაგედია.” – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ბეჟან წაქაძე ტყიბულის ტრაგედიას, რა დროსაც კარიერის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბეჟან წაქაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ მიუხედავად ამ მიმართულებით გატარებული მრავალი ღონისძიებისა, კვლავ ხდება ნახშირის უკანონო მოპოვება, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს იწირავს:

“მინდა გამოვეხმაურო შაბათს ტყიბულში მომხდარ დიდ ტრაგედიას, როცა ორი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, კერძოდ, მოპოვების დროს, ისინი როდესაც ახორციელებდნენ ნახშირის მოპოვებას დაიღუპნენ და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათს ოჯახებს.

ვიტალი ტურძილაძის ოჯახს და ავთანდილ არსენიძის ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა ამ მიმართულებით, კვლავ ხდება უკანონო მოპოვება, რომელიც, სამწუხაროდ, ადამიანებს იწირავს.

მინდა შესაბამის სამსახურებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გავაძლიეროთ კონტროლი აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა კვლავაც არ მოხდეს ასეთი ტრაგედი.”- განაცხადა წაქაძემ.

შეგახსენებთ, ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა: ტყიბულის მერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g