ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.
„სამუშაოს კერძო პირები აწარმოებდნენ. დადასტურებულია, რომ საქმიანობას ლიცენზიის გარეშე ეწეოდნენ“, – აღნიშნა დავით ჩერქეზიშვილმა.