LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა: საგანგებო სიტუაციების სამსახური

123
ტყიბულის შახტა

„ტყიბულის შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g