LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ასევე ვიცავთ თავად დემოკრატიას“ – მზია ამაღლობელს 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადასცემენ

117
Capture

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი მზია ამაღლობელის სიტყვას ავრცელებს, რომელიც მან რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაუგზავნა.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს შორის ყოფნა ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეხება; ის აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს… ეს ჯილდო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი მსხვერპლი უხილავი არ არის და რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს. რაც მთავარია, ეს ყველა ჩვენგანისთვის წახალისების წყაროა, გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ასევე ვიცავთ თავად დემოკრატიას“, – წერს მზია ამაღლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g