LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავანთავისუფლე ჩემი ,,სწენკა” ნიუსრუმში”- თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2”დატოვა

1150
Teonaaa

„კუ­რი­ე­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ და­ტო­ვა. ამის შესახებ  მან ფეისბუქის პი­რად გვერ­დზე დაწერა.

“13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.

პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ…”- წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g