LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, მერიიდან კარგად ჩანს, რა მდგომარეობაში ქალაქი – კახა კალაძე

kalaze

“აი ამ სართულიდან გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, რა მდგომარეობაშია დედაქალაქი და ზუსტად, ეს არის დამსახურება “ნაციონალური მოძრაობის,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” 10 წლის წინ კანონში განხორციელებული ცვლილებებისთვის გააკრიტიკა.

“რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, 2006 წელს ამ კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად, კანონით აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და 2009 წელს ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის ზუსტად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს.

ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, გვყავს ათიათასობით ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობა-ნაგებობებში. კიდევ ბევრი რეგულაცია აქვთ ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე. ჩემი მერიიდან კარგად ჩანს, აი ამ სართულიდან გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, რა მდგომარეობაშია დედაქალაქი და ზუსტად, ეს არის დამსახურება “ნაციონალური მოძრაობის”, მათ გააუქმეს ის კანონმდებლობიდან შემაფერხებელი მნიშვნელოვანი რეგულაციებით, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ეს ქაოტური განაშენიანება, რასაც დღეს ვებრძვით, არ მომხდარიყო,” – განმარტა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g