LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – სომეხი პროდიუსერი

11238
დავით ქაცარავა

ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე რუსეთში დადიოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სომეხი პროდიუსერი აიკ ტადევოსიანი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული.

პროდიუსერის კომენტარს სოციალურ ქსელში დათოს მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე გვიზიარებს.

„საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ“ – რას წერს კლინიკაში მყოფი დავით ქაცარავა

„ძვირფასო და პატივცემულო ხალხო, ჩვენი საყვარელი მსახიობი, პროდიუსერი, ასევე პატრიოტი და უბრალოდ კარგი ადამიანი დავით ქაცარავა ცნობილია თავისი ორიგინალური ხელწერით, რომელიც  აისახა ფილმებში, მუსიკალურ ვიდეოებში, რეკლამებში, ასევე სომხეთში გადაღებულ მრავალ სხვა პროექტში. მოგეხსენებათ, გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენი პატივცემული მეგობარი დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს. ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული.

ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ.

ჯანმრთელობა ჩემს კეთილ, პატიოსან, სამართლიან და მიზანდასახულ მეგობარს,” – ამბობს სომეხი პროდიუსერი აიკ ტადევოსიანი.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მაქვს თვალი. ოფთალმოლოგმა დაადასტურა, რომ მხედველობის დაქვეითების მაღალი რისკები არსებობს“ – დავით ქაცარავა

“დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან” – მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – დავით ქაცარავას მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g