ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცლებს.
ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ბანკის შენობაში 15-მდე პირი იმყოფება. ირკვევა, რომ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 112-ში დარეკვა შეძლო.
ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ხელყუმბარით. ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება.
შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებიც მიემართებიან.
ადგილობრივები ყვებიან, რომ შემთხვევა დაახლოებით 3 საათზე მოხდა.