ბერძენმა სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით,
საქართველოს ორი მოქალაქე ათენში დოკუმენტაციის არქონის გამო დააკავეს.
ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულებს პოლიციაში სცემეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. დაკავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დაკავებულის ადვოკატი გიორგი ოგანეზოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საბერძნეთის პოლიციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება პრობლემურია. ადვოკატის თქმით, დაკავებული მის დასახმარებლად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩართვას ითხოვს.