LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე მონასტერში გაშვებას ითხოვს

1185
BeFunky-collage (6)

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ოქ­როს მოწ­მე გუ­რამ (გუკა) ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონასტერში გაშვებას სთხოვს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოძიებო უწყებამ ამირხანაშვილს ამ მოთხოვნაზე უარი უკვე უთხრა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ეს ფაქტი ამირხანაშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცველს შორის მიმოწერით დასტურდება.

გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, ვინც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ბო­ლომ ნახა. ის მა­გის­ტრა­ლის ინ­ცი­დენ­ტში თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ამირხანაშვილის ოჯახი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას აპირებს: მისი მშობლები შიმშილობას იწყებენ

ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება – რა არგუმენტები აქვთ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g