LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

110
cover-171-1

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ორი არასრულწლოვანის განაჩენი ცნობილია.

ბრალდებულებს 14-14 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან, სასჯელი შეუმცირდებათ და მათი პატიმრობის ვადა 10 წლამდე და 6 თვემდე შემცირდება.

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ორ სრულწლოვანს 9 მარტს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 14 მარტს გამოცხადდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები