“გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის. შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინას “უფრო მეტი ბიზნესი, უფრო მეტი შემოსავალი” ჰქონდეს.