„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მათ აქვთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომლებსაც მალე გაასაჯაროებენ.
როგორც ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, „სქემის ყველა მიმართულება გახსნილია“.
„ერთადერთი რასაც გეტყვით არის ის, რომ ხომ უნდოდათ მტკიცებულებები და სქემის გახნა. სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან გვაქვს. მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას, მალე გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.