ალბათ ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ მაიამის მიდამოებში ვილა იყიდა, რომელიც ადრე სახელგავარდნილ ამერიკელ განგსტერს ალ კაპონეს ეკუთვნოდა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ვილას 7 საძინებელი, აუზი და მიშენება აქვს, სადაც ალ კაპონეს მცველები ცხოვრობდნენ, ეს ყველაფერი რაიოლას 9 მლნ ევრო დაუჯდა.
9 მილიონი კი ამ კაცისთვის დიდი არაფერია, რადგან ახლახან პოლ პოგბას ”მანჩესტერ იუნაიტედში” მოწყობისთვის მას საკომისიოს სახით 25 მილიონი ევრო შეხვდა.