LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ არის – დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ: შარლ მიშელი 

75
შარლ მიშელი

რუსეთმა მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოების ასახელებს. აღნიშნულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე ეხმიანება.

„გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა: რუსული მედია

მისი განცხადებით, „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ არის. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროპა დააჩქარებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას.

„გაზპრომის“ ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, – წერს მიშელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g