„ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მას აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო. დაველოდოთ შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში, მაგრამ ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. დაველოდოთ მოლაპარაკებებს. მე ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება“, – განაცხადა ბახტაძემ.