პრემიერმინისტრის განცხადებით “გაზრომთან” მოლაპარაკებები დასრულებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა ბახტაძე დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარს გააკეთებს.
“მინდა შეგახსენოთ ის პრინციპები, რითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა ამის წარმართვისას, პირველი ეს გახლავთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე პრინციპი გახლდათ ის, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში.
ბუნებრივია მოლაპარაკებები დასრულდა ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით. დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.