LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგონება, ქვეყანაში სუს-ის პრობლემა არ იყო, ხელისუფლება მართლაც რომ შეიცვალოს, ვიღაც არ შეეცდება, ამ სამსახურს მოაჯდეს? – ვახტანგ მეგრელიშვილი

58
ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებით, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, ეკლესია ძალიან ახლოს არის შერწყმული სახელმწიფოსთან და მის ავტორიტეტს თუ რაიმე აზიანებს, ეს არის პოლიტიკასთან სიახლოვე.

აღნიშნული განცხადებით მეგრელიშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი მოსმენა უნდა მოხდეს.

“მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე” – სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე

„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“ – გრიგოლ ლილუაშვილი გადადგომის მოთხოვნაზე

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ არაფერი იცის, სუს-ში რა ხდება.

„ის ჩანაწერები ვიცით, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამსახურები აკეთებდნენ, რომელიც კატასტროფული შედეგების მომტანი იყო თავად მაშინდელი ხელისუფლებისთვის.

ახლა გავიგეთ, რომ ფაქტობრივად, მუშაობა გაფართოებულია, უფრო დეტალურად მიდის.

შეიძლება მორალურად მძიმე ისეთი კადრები არ გვინახავს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს, გმაგრამ ვხედავთ, რომ უშიშროების სამსახური იგივე საქმით არის დაკავებული, რითიც მანამდე იყო.

აქედან გამომდინარე არ მიკვირს, რომ სუს-ის უფროსი ასეთ უცნაურ განცხადებას აკეთებს, მაგრამ თუნდაც ასეთი განცხადებების შემდეგ საზოგადოებას უნდა დაგვაინტერესდეს, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენზე რა ინფორმაციას აგროვებენ,”- თქვა მეგრელიშვილმა.

მისივე სიტყვებით, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლის თაობაზე „ლელო“-ს ინიციატივას პარტია დაეთანხმა, მაგრამ რაც შეეხება ენმ-ს, მეგრელიშვილის შეფასები, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული სხვა საკითხებზე საუბარია, ვიდრე მსგავსი თემები.

როგორც დეპუტატმა თქვა, შორიდან საუბარი და ბრალდებები სტანდარტული წესია ქართული პოლიტიკოსებისთვის.

“ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ამბავი ხდება – ლაპარაკის გარეშე ბრალდებების გახმოვანება. გეგონებათ, ეს სამსახური გუშინ გაჩნდა და ქვეყანაში ამ სამსახურის პრობლემა არ იყო.

იგივე სამსახური იყო წინა ხელისუფლების დროს და ხელისუფლება მართლაც რომ შეიცვალოს, ვიღაც არ შეეცდება ამ სამსახურს მოაჯდეს?”, – განაცხადა დეპუტატმა.

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს ეკლესია ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული და ეს ფაქტია.

“ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია” – გრიგოლ ლილუაშვილი

„პოლიტიკური ინტერესების ველში რომ ხვდება როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია, ეს ეჭვს არ იწვევს. ვის შეიძლებოდა, ეკლესიისთვის იმაზე მეტი ზარალი მიეყენებინა, ვიდრე სუს-მა მიაყენა? ფაქტობრივად, მთელი მისი სამუშაო აჩვენა.

ალბათ, დისკრედიტაციის მეტი მცდელობა, არ ვიცი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ ყველაზე დიდი ზიანი ეკლესიას მიაყენა თანამშრომლობით, თვალთვალით და კონტროლით”, – დასძინა მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g