სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
“პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც უსაფრთოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს”.
რაც შეეხება მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით, ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის.
„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.