წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა.
ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე, გეგუთის საბავშვო ბაღს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.