LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეკითხათ და კოლეგიალურად აგიხსნიდით… ყველა ახერხებს სუნთქვის სიხშირის დათვლას: ექიმი ჟამურაშვილი ექიმ კვიცარიძეს

759
BeFunky-collage (1)

თუ ზრდასრულ ადამიანთან გვაქვს საქმე ტვინის ქერქის ატროფიის გარეშე, ახსნის შემდეგ ყველა, უკლებლივ ყველა ახერხებს სუნთქვის სიხშირის დათვლას, – ამ სიტყვებით ეხმაურება ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი თამარ ჟამურაშვილი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროს ექიმ, ირმა კვიცარიძის “ფეისბუქ” სტატუსს, სადაც კვიცარიძე  წერს, “აბა სცადეთ და დაითვალეთ სუნთქვის სიხშირე წუთში”

  • სუნთქვის სიხშირე არის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი pCO2-თან ანუ ნახშირორჟანგთან ერთად, რომელსაც ამბულატორიულად ვერ ვსინჯავთ.
  • კოვიდ-პაციენტებს სხვა პნევმონიისგან განსხვავებით ხშირად ემართებათ ჰიპერვენტილაცია ანუ სუნთქვის აჩქარება და CO2-ის ეგრეთ წოდებული “ამორეცხვა”. ეს ნიშნავს, მე შეიძლება სატურაცია 90% მქონდეს, მაგრამ თუ სუნთქვის სიხშირე ამ დროს 30-ს აჭარბებს, ვხვდებით, რომ სასუნთქი კუნთებია ჩართული სუნთქვის პროცესში, პაციენტს ძალიან დიდი “სამუშოს შესრულება” უხდება ამ სატურაციის მისაღწევად და თუ სასწრაფოდ რაიმე არ ვიღონეთ პაციენტი საინტუბაციო ანუ აპარატზე გადასაყვანი გახდება.
  • მესმის, ვისაც მიმღებში ტრიაჟი არ უკეთებია და კოვიდ-პაციენტები სხვადასხვა განყოფილებაში არ გაუნაწილებია, არ ეცოდინება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითიც გერმანიაში, ავსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში პაციენტების განაწილება ხდება.
  • მესმის, ვისაც კოვიდ-პაციენტები განყოფილებაში მორიგეობებზე არ უმართავს, სადაც მონიტორები არ არის და პაციენტი წამებში შეიძლება დამძიმდეს, არ ეცოდინება სუნთქვის სიხშირის მნიშვნელობა.
  • მესმის, ვისაც პაციენტები 4000 კმ-ის დაშორებით არ უმართავს, ვერ ხვდება როგორ უნდა დაითვალონ ადამიანებმა სუნთქვის სიხშირე წთ-ში.
  • ქ-ნი ირმა, თუ ზრდასრულ ადამიანთან გვაქვს საქმე ტვინის ქერქის ატროფიის გარეშე, ახსნის შემდეგ ყველა, უკლებლივ ყველა ახერხებს სუნთქვის სიხშირის დათვლას. ეს სწორედ ის პარამეტრია, რომელსაც მე ვეყრდნობი დისტანციური მართვის დროს სატურაციასთან ერთად და არც ერთ, ჩემს მიერ ამბულატორიულად ნამართ პაციენტს, არ დასჭირვებია ჰოსიპიტალიზაცია.
  • ქ-ნო ირმა სუნთქვის სიხშირის დათვლის დროს არ უნდა შეიკავოთ სუნთქვა, შესაბამისად არც გაიგუდებით და არც დაიხრჩობით. კახელი, გურული, მეგრელი, სვანი თუ რაჭველი ერთნაირად ითვლის სუნთქვის სიხშირეს და ეს პარამეტრი ეთნიკური მახასიათებელი არ არის.
  • მხოლოდ სატურაციის გასინჯვამ, ზემოთ დეტალურად აღწერილი მიზეზის გამო, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და არავის ვურჩევ!
  • გეკითხათ და კოლეგიალურად აგიხსნიდით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები