LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანი: „რაგინდ თანამდებობა გეკავოს, წასვლის ვადა რომ გიახლოვდება, ე.წ. „კოჭლი იხვი“ ხდები…“

185
gela-charkviani-news323231

გელა ჩარკვიანი თავისი წიგნიდან „ნაგერალა“ აქვეყნებს ამონარიდს, სადაც ძალაუფლების და თანამდებობის დათმობაზე საუბრობს. მისი ეს ნააზრევი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

„რაგინდ თანამდებობა გეკავოს, წასვლის ვადა რომ გიახლოვდება და ეგრეთ წოდებული „კოჭლი იხვი“ (lame duck) ხდები, თითქოს ჯერ არაფერი შეცვლილა, მაგრამ გარემოცვის შენ მიმართ დამოკიდებულების უფაქიზესი ნიუანსებით გრძნობ, რომ უკვე ცოტათი „გიკიდებენ“. ამაშია დემოკრატიის არსი – ყველა ძალაუფლების მქონე სუბიექტი მუდმივად „კოჭლი იხვი“ უნდა იყოს, იმისათვის, რომ მეტისმეტად არ გაძლიერდეს და ცოტათი, ასე ვთქვათ, ეკიდოთ. ამიტომ ებრძვიან მოქმედი და მომავალი დიქტატორები ვადებზე კონსტიტუციური შეზღუდვების შემოღებას. როცა 80-იანებში კომპარტიის ცეკას გენერალურ მდივანს ერთ-ერთ ბოლო ყრილობაზე ვადა დაუწესეს, გამოვაცხადე, სსრკ დამთავრდა-მეთქი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები