LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება

125
გემო ფესტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 13, 14 და 15 ივნისს იმერეთში გასტრონომიული ფესტივალი ჩატარდება.

ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. 

ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა. 

გემო ფესტი იმერეთის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია „ბორჯომი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g