LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემოვანის” ბრენდის ქვეშ ბავშვთა საკვების წარმოება დაიწყება

334

ქართულ ბაზარზე მთისთვის დამახასიათებელი სურსათი გამოჩნდება. ამის შესახებ პროექტ „გემოვანის” ავტორი ირაკლი ჩავლეშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გურიაში გომის მთაზე, ზღვის დონიდან 1800-1900 მეტრზე უკვე დაითესა ქართული მთის სიმინდი, რომელსაც ჩხაკაურული ქორბუდა ჰქვია, ასევე მთისთვის დამახასითებელი მუხუდო, კარტოფილი „მელანა”, საცდელ ფართობზე კი მთის ხორბლის ჯიში “დიკა”.

„ამასთან, მეგობარ ნაკვეთებზე დათესილი გვაქვს ნიორი, სტაფილო, ჭარხალი, კაჟა კომბოსტო, მწვანილი, ხახვი და სხვა. ამით დავიწყეთ ჩვენი ექპერიმენტი ფაროსანას პრობლემის გადასაჭრელად და ვაანონსებთ, საქართველოს მთისთვის დამახასიათებელი სურსათის გამოჩენას „გემოვან ბაზარში. აღსანიშნავია, რომ მთაში ჩატარებული სამუშაოების თანხა პირადად გვაჩუქა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ”, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში იგეგმება „გემოვანის” ბრენდის ქვეშ ბავშვთა საკვების წარმოების დაწყება. ”წლის ბოლომდე ვაპირებთ, დაახლოებით 20 000 ერთული ბავშვთა კვების პაკეტი გამოვუშვათ. ეს პროდუქცია მთის პირობებში მოყვანილი მარცვლეულითა და პარკოსანი კულტურებით დამზადდება და იქნება აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი, რომლის რეცეპტსაც აუცილებლად შევათანხმებთ ექიმ მარი მალაზონიასთან და ძველი რეცეპტების მცოდნე, დალი ცატავასთან”, – განმარტა „გემოვანის” ავტორმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ჩავლეშვილი ამბობს, ამ ეტაპზე „გემოვანი” მუშაობს კიდევ ერთ ახალ პროექტზე. წალკის რაიონის სოფელ ბერთაში რძის ჩამომსხმელი საწარმოს აშენება განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g