LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად სოიოს დანამატს იყენებდა“ – ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

214
კანონდარღვევა

ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

უწყების ცნობით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.

„სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია.

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით“, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g