LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემუდარებით, გეხვეწებით, მხრებში გაშალეთ ეს ადამიანები, 2 ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ხალხის თავგანწირვას“ – ელისაშვილი კობახიძეს

325
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„ეს არის თხოვნა, მუდარა, ხვეწნა და ამის ხალხის გამო არ მერიდება ეს ყველაფერი, ეს ეხება ვეტერანებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი კარგი, რაც გააკეთა, მე არ ვარ უმადური და დაუნახავი, სამარცხვინო 22 ლარი 100 ლარამდე გაზარდა, მაგრამ აბა, შეხედეთ გუდაურში 1 ხაჭაპური ღირს 45 ლარი, ანუ, რას ვეუბნებით ჩვენ ხალხს?“, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების პენსიის გაზრდის თხოვნით მიმართა.

„2 ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ, ძალიან მაგარი ხალხის, ქალების და კაცების თავგანწირვას, გემუდარებით და გეხვეწებით, მხრებში გაშალეთ ეს ადამიანები, ადამიანური თანხა ჰქონდეთ, ბავშვი მიდის სადღაც და ვერ უყიდია რამე ელემენტარული.. მაჟრჟიალებს და მიჭირს კიდეც, ვერ ვლაპარაკობ..“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას არ ესწრებიან „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები