“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, დილიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ავტოკოლონები დაიძრნენ. ავტოკოლონების ვიდეოს სოციალურ ქსელში დათო ოქიტაშვილი ავრცელებს და წერს, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან მისივე თქმით, დღეს დამთავრდება კოჰაბიტაცია.
“გენაცვალეთ ქართველებოოოო
ნაც -ჯალათებო დახვდით ‼️დახვდით ‼️
თქვენს მიერ გამწარებულ,დაჩაგრულ ქართველ ხალხს.
ამდენ ხალხს რასაც თქვენი ბინძური ტვინი ფიქრობს და გაჰყვირიხართ და შეურაცხოფას აყენებთ ძალით მოერეკებიანო (თქვენ გაგრეკავენ მალე)ვერანაირი ძალა ვერწამოიყვანს‼️.ვერა .ტფუი.
დღეს ისტორიული დღეა, დღეს დამთავრდა კოჰაბიტაცია, რასაც ქართველი გმირი მებრძოლი ხალხი 30ოქტომბერს გააფორმებს”,- წერს დათო ოქიტაშვილი.