სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობას. მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლებმა იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან მარცვეული კულტურების 102 ნიმუში შეაგროვეს. ექსპედიციის ფარგლებში შეგროვებული სიმინდის 68, ლობიოს 30 და სოიას 4 ნიმუში პირველ ეტაპზე შრობის პროცესს გაივლის და გენბანკისთვის მომზადდება.
მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა და გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრებაა. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, შეგროვებულია 208 ნიმუში, აქედან სიმიდნის 90, ლობიოს 100, სოიას 4, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირულის 1 ნიმუში.