უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლა გათავისუფლებულ პუნქტებზე სრული კონტროლის აღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს
„ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული მოქმედებების შემდეგ, მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. არსებული ინფორმაციით, 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ პირადი შემადგენლობის თითქმის 85% დაკარგა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უკიდურესად დაბალ მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებიან და მასიურად უარს ამბობენ ომის ზონაში დაბრუნებაზე“, – აცხადებენ გენშტაბში.