Geo Team სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც მომხმარებლების დიდი სიმპათია მალევე მოიპოვა.
კადრებში ზურიკო თავის უსაყვარლეს შვილთან ერთადაა. ფეხბურთელი შვილისთვის თმის შეჭრის პროცესს მხიარულ შოუდ აქცევს.
სოციალურ ქსელში ვიდეომ უკვე უამრავი თბილი და ემოციური კომენტარი დააგროვა.
„ძალიან საყვარელი მამა და შვილი“ „ეს ვიდეო გულს გითბობს“, „საყვარელი ბიჭები“, – უწერენ კომენტარებში.
