LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgia capital ტურიზმის სექტორში ახალი ბრენდით შემოდის და 6 სასტუმროს გახსნის

141
74612408-2813432435407869-3342645829545492480-n

საინვესტიციო კომპანია “Georgia capital” ტურიზმის სექტორში ახალი ბრენდით Amber Group-ით შემოდის და ქვეყნის მასშტაბით 6 სასტუმროს გახსნას აპირებს. ამის შესახებ კომპანის დირექტორმა Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ახალი მიმართულება ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ქართულ მეღვინეობაზე ფოკუსირდება და საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბრენდი მომავალი 5 წლის განმავლობაში 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ინვესტირებას და გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორის და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი 5 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 540 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. “

m2 group-ის გენერალური დირექტორმა შოთა ბერიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი, ურბანულ მოთხოვნებზე მორგებული უბანი გაშენდება. ამ ინოვაციური პროექტების ფარგლებში კი 410 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდება.

“როგორც იცით თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ უბანს ვაშენებთ, შემდგომი უბნი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში 410 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g