Georgian Airways-ის მგზავრებს ბორტზე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება მოუწევთ. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია აცხადებს, Georgian Airways-მა მზაობა გამოთქვა ასევე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მგზავრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
მნიშვნელოვანი საკითხია ასევე თვითმფრინავის დეზინფექცია, რაც Georgian Airways-ის თვითმფრინავებს ყოველი სპეცრეისის განხორციელების შემდეგ უტარდებათ.
ბოკერიამ PosTV ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ავიაკომპანია დღეისათვის სარეპატრიაციო რეისებს ასრულებს და რეგულარული ფრენების დაწყებისთვის მთავრობის შესაბამის ნებართვას ელოდება. Georgian Airways-ი ყველა იმ რეგულარული მიმართულების აღდგენას აპირებს, რომელზედაც ავიაკომპანია COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.