ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან, მოსკოვის შემდეგ, რეისებს სანქტ-პეტერბურგის მიმართულებითაც შეასრულებს.
პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ივლისს უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.