გიორგი მიქაუტაძის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი სიურპრიზი მოულოდნელად ჩაიშალა — ფეხბურთელის მაისური, რომელიც Geoteam-ს გათამაშებისთვის ჰქონდა გამზადებული, მისმა ოთხფეხა მეგობარმა შეჭამა.
„გვინდოდა გიორგი მიქაუტაძის მაისური გაგეთამაშებინათ, მაგრამ… გიკამ შეჭამა!“ – წერს Geoteam ოფიციალურ გვერდზე და სახალისო ვიდეოსაც აზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს გიორგი მიქაუტაძე თავის ძაღლს მისი მაისური წაართვას.
ვიდეოს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა: „დაკბენილ მაისურსაც ვიჩუქებთ აქ ხალხი“, „აწი წაღლი გაათამაშეთ“, „შეჭმულსაც არავინ დაიწუნებს“, – უწერენ კომენტარებში გულშემატკივრები.