LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებმა Mercedes-ის მიკროავტობუსი ბორბლებიან სახლად აქციეს

159

გერმანელებმა Mercedes-ის მიკროავტობუსი ბორბლებიან სახლად აქციეს. საინტერესო იდეის ავტორი კომპანია Hartmann გახდა და მათი ტუნინგის შემდეგ მერსედესის Sprinter კომფორტულ აპარტამენტად იქცა.

ავტომობილში დიდი საწოლი და სამზარეულოც კი დაამონტაჟეს. გარდა ამისა, სიახლეს სათავსოები, ღუმელი, პატარა მაცივარი და სხვადასხვა ნივთების დასაწყობი თაროებიც აქვს. მიკროავტობუსში ასევე ინტერნეტი და ტელევიზიაც შეიყვანეს, უზარმაზარი საწოლი კი დასვენების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნიკის დემონტაჟსა და საბარგულ ნაწილში გადატანასსულ რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში sprinter-ის ჩვეულებრივ ფურგონად გადაქცევა ძალიან მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები