LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა ქალმა მეზობლებს 7,5 მილიონი დოლარი უანდერძა

145
sweetneibo20122

თუკი თქვენი მეზობელი სახლში გამომცხვარი ტკბილეულით განებივრებთ, ნამდვილად იღბლიანი ხართ. თუმცა ისეთი იღბლიანი ვერ იქნებით, როგორც ცენტრალურ გერმანიაში, ჰესენის მხარეში მცხოვრები ადამიანები.

საქმე ისაა, რომ 81 წლის რენატა ვედელიმ მთელი თავისი ქონება, 7,5 მილიონი დოლარი საყვარელ მეზობლებს უანდერძა. წარმოუდგენელი სიურპრიზის შესახებ ადგილობრივებმა ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ გაიგეს.

რენატა ვალდსოლმსის რაიონში 1975 წლიდან ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ალფრედი 2014 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ რენატა საცხოვრებლად მოხუცთა სახლში გადაბარგდა.

მოხუცი 2019 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ერთადერთი მემკვიდრე, მისი და, ამ ქვეყნად უკვე აღარ იყო, ამიტომ რენატამ თავისი სოლიდური ქონება რაიონს დაუტოვა.

ანდერძის მიხედვით, მეზობლები ვალდებული არიან რომ 7,5 მილიონი არა პირადი მიზნებისთვის, არამედ რაიონის კეთილმოწყობისთვის გამოიყენონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g