გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა, რომ ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მგზავრების შემოსვლას აკრძალავს.
”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან არის შეთანხმებული”. – აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება.
The Guardian-ის ინფორმაციით, მერკელის მთავრობას განსაკუთრებულად აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. ”სამხრეთ აფრიკული” ვარიანტი და ჩეხეთში კი – ე.წ. ”ბრიტანული” ვარიანტი.
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის პრემიერებს შორის ორი დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.