LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციებით შექმნილი ზეწოლის გამო, რუსეთის უმსხვილესი ბანკი ევროპის ბაზარს ტოვებს

90
4225

რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank ევროპის ბაზარს ტოვებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბანკმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებით შექმნილი ზეწოლის გამო მიიღო.

თავად Sberbank-ში ამბობენ, რომ ევროპის ბაზრის დატოვების მთავარი მიზეზი ფულადი სახსრების არანორმალური გადინება და ბანკის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, უმსხვილესი რუსული ბანკი Sberbank აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბანკების სიაში მოხვდა, რის გამოც ლონდონის საფონდო ბირჟაზე Sberbank-ის ღირებულება 92% შემცირდა.

ტოპ-25 მსოფლიო ბრენდი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან გადის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები