LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

139
Untitled design

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl. მათი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები. გარდა ამისა, ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ.

როგორც მანამდე გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, გერმანია საიმიგრაციო შეთანხმებას გააფორმებს საქართველოსთან და მოლდოვასთან, რითაც შესაძლებლობას მისცემს მსურველებს, სამუშაოდ ჩავიდნენ.

„ორივე სახელმწიფოს ევროკავშირის წევრობა სურს. ორივეში, ძირითადად, ხალხს არ ემუქრება პოლიტიკური დევნა. [გერმანიაში] თავშესაფარზე განაცხადის ყოველი 10 უარიდან ერთი ამ ორ ქვეყანაზე მოდის“, – ამბობს მინისტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები