LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მანქანის კარების მიჯახუნებისთვის ჯარიმა დააწესეს

111
ჯარიმა

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კომუნაში ავტომობილის კარის მიჯახუნებისთვის ჯარიმა დააწესეს. ამ გზით დასახლება ხმაურის დაბინძურებასთან აპირებს ბრძოლას.

ამიერიდან, ყველას ვინც თავისი მანქანის კარს ზედმეტად ხმაურიანად დაკეტავს, 80 ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ჯარიმა იმოქმედებს ტრანსპორტი ზედმეტად ხმაურიანად დატვირთვის თუ ჩამოტვირთვისთვის, ასევე იმ შემთხვევაში თუკი მანქანა გაჩერებული იქნება და ძრავა იმუშავებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მაცხოვრებელთა 20% ხმაურის დაბინძურებით იტანჯება.

ხმაური საკმაოდ სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება ხოლმე, მაგალითად ისეთის როგორიცაა გულის დაავადებები, ძილის არევა, ნერვოზი და განვითარების პრობლემები ბავშვებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმაურის მაღალი დონე ყოველწლიურად 12 ათასამდე ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

იმისათვის, რომ საგზაო ხმაურის მაჩვენებელი შეამცირონ, ევროპაში სხვადასხვა ზომებს იღებენ: მაგალითად, ამსტერდამში ზედმეტად ხმაურიანი მანქანების მძღოლებს „ჭკვიანი“ კამერების დახმარებით აჯარიმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები