LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება

83
sowb4riuuj98u1j

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება, – ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 23 სექტემბრამდე სულ 242 პირი დასაქმდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე შეთანხმება მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არის გაფორმებული, ის დროში შეზღუდული არ არის და გაგრძელდება არამხოლოდ 2021 წელს, არამედ შემდეგ წლებშიც.

„მთავარი მიზანი ამ პროცესისა არის ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის პრაქტიკულ დონეზე და ამის ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სხვადასხვა სექტორში გადმოტანა“, – აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g