LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

98

გერმანიაში სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე იგეგმებოდა. დაკავებულია გერმანელი ცოლ-ქმარი, რომელთაც ტერაქტის ორგანიზებაში მთავრი როლი უნდა ეთამაშათ.

ტელეკომპანია NDR-ისა და WDR-ის განცხადებით, ტერაქტის მოწყობას „ისლამური სახელმწიფო“ აპირებდა. თავდასხმის აღკვეთა ერთწლიანი სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა.

დაკავებულია გერმანელი ცოლ-ქმარი. ისინი 2015 წელს ჩავიდნენ სირიაში და ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდნენ. გამოძიების ცნობით, რაქაში მყოფი გერმანიის მოქალაქეები ცდილობდნენ, მოეძებნათ გერმანელი ქალები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთან ქორწინებას დათანხმდებოდნენ. ეს კი ტერორისტებს გერმანიაში უსაფრთხოდ ჩასვლის საშუალებას მისცემდა, აცხადებენ გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში.

გერმანუდლი მედიის განცხადებით კი, გერმანელი წყვილი ამჟამად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. გერმანიის პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ტერაქტის დაგეგმვაში „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g