LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ეკონომიკა, უკრაინის ომის გამო, 2030 წლისთვის 265 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს

131
shutterstock_401691988

დასაქმების კვლევის ინსტიტუტის (IAB) მონაცემების თანახმად, გერმანიის ეკონომიკა უკრაინის ომისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო, 2030 წლისთვის დამატებითი ღირებულების სახით 265 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავს.

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ფასების მიხედვით შესწორებული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მომავალ წელს 1.7%-ით დაბალი იქნება და დაახლოებით, 240 000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული. მოსალოდნელია, რომ დასაქმების დონე, დაახლოებით, ამ ტემპს შეინარჩუნებს 2026 წლამდე, როდესაც ექსპანსიური ზომები თანდათან დაიწყებს ნეგატიურ ეფექტების გადაწონას. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული იქნება ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, რომელიც უკვე მძიმედ დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის გამოც.

ამასთან, თუ ენერგორესურსების ფასები, რომელიც აქამდე უკვე გაიზარდა 160%-ით, კვლავ გაორმაგდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g