LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის კანცლერი: მინდა საქართველო გავამხნევო, სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე

81
Untitled design

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ბერლინში მყოფი პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა და შოლცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე და აქვე აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე სიამოვნებით დაეხმარება:

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ.
ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა, გერმანია უკრაინას მჭიდროდ უდგას მხარში და მას სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეხმარება.

საქართველოს თავად აქვს რუსული აგრესიის სამწუხარო გამოცდილება. 2008 წელს მას თავს დაესხნენ და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილები რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

უცვლელად, ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან, წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხები, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ევროკავშირის საბჭოში ამ წელიწადს ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა მივცეთ, მინდა საქართველო გავამხნევო, ამისათვის საჭირო რეფორმის ნაბიჯები გადადგას, ევროკავშირის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ – გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

magti 5g